ბაზალეთის ტბა

     სულ რაღაც 5 კილომეტრში დუშეთიდან შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ვულკანური წარმოშობის ბაზალეთის ტბა. ეს ადგილი ცნობილია არა მხოლოდ ტბის სილამაზით, ან ბუნებით, ასევე, და უფრო მეტადაც სწორედ ტბის სამკურნალო თვისებების გამო. ტბაში არცერთი მდინარე  არ ჩაედინება და არც გაედინება. ის მდიდრდება მხოლოდ და მხოლოდ წვიმის წყლითა და მიწისქვეშა მინერალებით, რაც ხდის მას ასეთ უნიკალურს. აქ შეგიძლიათ იმკურნალოთ დერმატოლოგიური პრობლემები, რევმატიზმი, ძვალ-კუნთოვანი პათოლოგიები.
     ბაზალეთის ტბა ზღვის დონიდან 900 მეტრზეა, დუშეთის მუნიციპალიტეტში, გარშემო კი მთები აკრავს, რაც ქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას. მთის ჰაერი და ტბის სამკურნალო თვისებები ქმნიან უნიკალურ  ნაზავს გარემოში, სადაც დატკბეთ ბუნების სილამაზით და ისიამოვნოთ გამაცოცხლებელი სურნელით. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ბაზალეთის ტბა განსაკუთრებით ცნობილია ულამაზესი განთიადითა და დაისით, რაც ნამდვილად ცალკე სიამოვნებაა.
     და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ აქ მოხვიდეთ წელიწადის ნებისმიერ დროს, ბაზალეთის ტბას ყოველ სეზონზე აქვს თავისი ხიბლი და  სილამაზე. აქვე შეგიძლიათ იხილოთ თეთრი სვეტების კოლონადა - სიმბოლოა ქართველებისა და ებრაელების 2500 წლიანი მეგობრობისა და სიყვარულისა. ბაზალეთის ტბაზე არაერთი ლეგენდა დადის, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მასს ტურისტებისთვის. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ეს იყო ძველი სამოთხე.
     აქ მათთვის ყველაფერია: ღია ცის ქვეშ საცურაო აუზები, ულამაზესი ხეივნები, სადაც უსასრულოდ შეგიძლიათ ისეირნოთ, და სპორტული გასართობები. ახალგაზრდები აქ მოდიან ჯგუფებად, უკრავენ გიტარას არაჩვეულებრივ გარემოში და დროს სასიამოვნოდ ატარებენ. ზაფხულში ტბის გრილი და კრიალა წყლით გულს იჯერებენ, ირუჯებიან და  დადებითი ემოციებით ივსებიან. მოკლედ, თუ გსურთ რომ დრო არაჩვეულებრივად გაატაროთ, და თანაც ეს ყველაფერი თქვენს უკეთ ყოფნასაც უწყობდეს ხელს, ეს ადგილი აუცილებლად უნდა ნახოთ.
დამატება: 6-04-2020, 15:16
0
89

მსგავსი პუბლიკაციები


კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen

ზემოთ