ქალაქ დუშეთის საინფორმაციო-შემეცნებით პორტალი. ყველანაირი სიახლე ერთ სივრცეში!

COMUS-ის პროგრამა დუშეთში

08 სექ 2022

დუშეთისთვის ისტორიული ქალაქის სტატუსის მინიჭების შემდეგ მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით, ერთობლივად ხორციელდება ძველი უბნების აღდგენა. გარდა ამისა, დუშეთი აღმოსავლეთ ევროპის იმ 6 ქალაქს შორის დასახელდა, სადაც ევროკავშირის და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტი, COMUS-ის პროგრამა ხორციელდება, – აღნიშნულის შესახებ Guardian.ge–ს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა განუცხადა.
 
 
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში ქალაქ დუშეთში აღდგება 100–მდე ისტორიული სახლი, დუშეთის უნიკალური ბულვარი და ასევე, მოხდება ქალაქის სამომავლო განვითარება, გამგეობის მიერ შემუშავებული ქალაქის მიწათსარგებლობის გეგმისა და „გეოგრაფიკის“ მიერ ჩამოყალიბებული ქალაქის მდგრადი განვითარების კონცეფციის თანახმად.
 
 
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ დუშეთს მიენიჭა ისტორიული ქალაქის სატატუსი. არსებობს ევროკავშირის და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტი, COMUS-ის პროგრამა, ეს არის თემის მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში. ეს პროგრამა მიმდინარეობს აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანაში. ამ 6 ქვეყნიდან კი თითო–თითო ქალაქი უნდა შერჩეულიყო. ჩვენმა მიწოდებულმა ინფორმაციამ, მცდელობამ იმისა, რომ შესაძლებელი იყო დუშეთს ეს სტატუსი მინიჭებოდა, გამოიღო თავისი ნაყოფი და დუშეთს, საქართველოდან ერთადერთ ქალაქს, გადაეცა იმის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომ იგი ჩართულია ამ პროგრამაში.
 
 
"დუშეთი მართლაც ისტორიული ქალაქია, 96 სახლს მიენიჭა ისტორიული ძეგლის სტატუსი. მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით ერთობლივად ხორციელდება ძველი უბნების რეაბილიტაცია – დუშეთი უნდა აღდგეს ისე, როგორცაა აღდგენილი მცხეთა, სიღნაღი, თბილისი. საპროექტო სამუშაოების პირველი ეტაპი კი სრულდება. ეს იქნება დუშეთის უნიკალური ბულვარი, რომელიც ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ვიწყებთ ამ ბულვარის რეაბილიტაციას, გვქონდა მოსახლეობასთან არაერთი შეხვედრა და გარჩევა ამ პროექტის და დასრულებისკენაა უკვე საპროექტო სამუშაოები. სავარაუდოდ, ივლისში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდება სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი და დაიწყება სამუშაოები“, – აცხადებს ვაჟა ჩოხელი.
 
 
დუშეთის გამგებელი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხის გარშემო ზრუნვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ რამდენიმე წლის წინათ დაიწყო, პირველ რიგში კი ქალაქის მიწათსარგებლობის გეგმა შედგა, რომელშიც თავი მოიყარა ყველა მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ წარსულის თუ დღევანდელობის შესახებ და განისაზღვრა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი სამომავლოდ. ამავე დროს ქალაქის მდგრადი განვითარების კონცეფცია „გეოგრაფიკის“ მიერ ცალკე გაკეთდა, რითაც, როგორც ვაჟა ჩოხელი აცხადებს, მიიღეს „მნიშვნელოვანი დოკუმენტი“, რაც გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღებას გამორიცხავს.
130

მსგავსი სიახლეები:

როგორი იქნება დუშეთი რეაბილიტაციის შემდეგ

როგორი იქნება დუშეთი რეაბილიტაციის შემდეგ

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, მაისში დასრულდება. დუშეთის მუნიციპალიტეტის
დუშეთის შესახებ

დუშეთის შესახებ

ქ.დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი პატარა ქალაქია, რომელიც ძირითადად მე-19 საუკუნეში განვითარდა რუსეთისკენ მიმავალ სამხედრო გზაზე
დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრი

დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრი

მდებარეობა:  ქ.დუშეთი, სტალინის ქუჩა
ხედზე - Khedze

ხედზე - Khedze

სასიამოვნო დღეების, კარგი შთაბეჭდილებების და მყუდრო დასვენებისთვის "ხედზე Khedze" -ის კარი ღიაა. კავკასიონის ულამაზესი ხედებით და ბაზალეთის ტბის დაუვიწყარი
მზიანი - Sunny

მზიანი - Sunny

მდებარეობა: დუშეთი,მცხეთა მთიანეთის რეგიონი,ბაზალეთის ტბის მიმდებარედ,მზით და სიყვარულით სავსე ქოხი,ადგილი სადაც შეძლებთ დროის მშვიდად გატარებას და დასვენებას.

კომენტარის დაწერა

თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
შეიყვანეთ ორი სიტყვა ფოტოდან: *
სოციალური ქსელი
soc soc soc soc
VIP განცხადებები
ავტორიზაცია